ალბანეთში საპროტესტო გამოსვლების გამო, არჩევნები გაუქმდა

ალბანეთის პრეზიდენტმა ილირ მეტამ თვის ბოლოს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები გააუქმა, რადგან ქვეყანის პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ოპოზიციის ლიდერი ლულზიმ ბაშა და მისი მომხრეები პრემიერს კორუფციასა და 2017 წლის არჩევნების შედეგებით მანიპულირებაში სდებენ ბრალს.

ილირ მეტას მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა უნდა განელდეს, „წინააღმდეგ შემთხვევაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება საჭირო პირობები ნამდვილი, დემოკრატიული, წარმომადგენლობითი და საყოველთაო არჩევნებისათვის“. მან დასძინა, რომ კრიზისმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ედი რამას „ალბანეთის სოციალისტური პარტია“ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობს და დღემდე ინარჩუნებს ძალაუფლებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს