ანრი ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიაზე - სადაც დავჭირდებით გუნდს და ქვეყანას, იქ ვიქნებით

სადაც დავჭირდებით გუნდს და ქვეყანას, იქ ვიქნებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"პარტია აქცენტს აკეთებს მუდმივ განვითარებაზე ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ყველა ღირსეული, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, პატრიოტი, კომპეტენტური ადამიანები ყოველთვის არიან ჩვენი ინტერესის სფერო და შესაბამისად, ასეთი ადამიანების გუნდში ყოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ კრიტერიუმებით. მიმდინარეობს კონსულტაციები და შესაბამისად, დანარჩენ დეტალებს უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ. ეს არის გუნდის გადასაწყვეტი. ჩვენ გუნდურად ვმოქმედებთ. ძალიან კარგი, დემოკრატიული განხილვები გვაქვს ხოლმე და შესაბამისად, სადაც დავჭირდებით გუნდსა და ქვეყანას, ვიქნებით იქ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს