2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის 6 ივნისამდე საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით 849 პირს მიენიჭა, ხოლო 1 065 პირს - უარი ეთქვა

საკონსტიტუციო რეფორმისა და საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს.

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე მიაწოდა: - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება; საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების გამოყენება; საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

სარჯველაძემ აღნიშნული მიმართულებებით არსებული მდგომარეობის, სტატისტიკური მონაცემების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათი გადაჭრის მექანიზმების შესახებ ისაუბრა.

“გასული წლის აგვისტოდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაჩნდა ახალი სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის, მოქალაქეობის შეძენასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად. ტენდენციები, რომელიც ამ მიმართულებით გამოიკვეთა, არის განსაკუთრებულად საყურადღებო და ჩვენი ზრუნვის საგანს წარმოადგენდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის 6 ივნისამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე მიღებული განცხადების რაოდენობამ 5 565 შეადგინა. მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე 3 372 განცხადება დაკმაყოფილდა, ხოლო იმავე პერიოდში 637 პირს ასეთი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. მომართვიანობის ფარგლებში 4 301 განაცხადი გაკეთებულია სრულწლოვანი პირების მხრიდან, ხოლო 1 264 განცხადება არასრულწლოვანი პირების მშობლებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ეკუთვნით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მომართვიანობის სიმრავლით გამორჩეული ქვეყნების ჩამონათვალიც გააცნო. მათ შორის არის - რუსეთი, სომხეთი, აშშ-ი, ისრაელი, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბელგიის სამეფო.

სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა 2 967-ია. მათგან 1 482 განაცხადი დაკმაყოფილებულია.

სარჯველაძემ ასევე წარადგინა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მაჩვენებელი და როგორც განაცხადა, შემოსული განაცხადების რაოდენობა არის 3 374. საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით 849 პირს მიენიჭა, ხოლო 1 065 პირს - უარი ეთქვა.

“წარმოდგენილი ინფორმაცია ტენდენციებს ასახავს, რომელიც ნორმალურად შეგვიძლია მივიჩნიოთ და შევაფასოთ დამაკმაყოფილებლად, გამომდინარე იქედან, რომ თვისობრივად ამას არ მიუცია სერიოზული იმპულსები ხიფათის თვალსაზრისით. ამასთან, აბსოლუტურად გამართლებულია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა გამარტივებული წესით მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების საშუალება მიეცეთ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის ქონის სურვილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა