დეპუტატ კობა კობალაძის თანადგომით,  თბილისის 119-ე სკოლის გუნდი კაბადოკიაში გაემგზავრება

მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებითა და ავჭალა-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა კობალაძის ბიუროს ჩართულობით, გაიმართა პროექტის - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონის“ დასკვნითი ღონისძიება, სადაც 1000-მდე ახალგაზრდამ წარმოადგინა გლდანის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა და შესაბამისი გეგმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ბოლოს, გამოვლინდა 14 გამარჯვებული სპიკერი, რომლებიც ივნისის თვეში, ერთი კვირით კაპადოკიაში გაემგზავრებიან.

გამარჯვებულ პროექტთა შორის დასახელდა 119-ე სკოლის გუნდი, რომელთაც პროექტი „მომავლის მუზეუმი“ წარმოადგინეს.

სკოლის მოსაწავლეების თურქეთის საგზურის 50% დაიფარება ახალგაზრდული პროექტის - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონის“ ფარგლებში, ხოლო დეპუტატ კობა კობალაძისა და გლდანის რაიონის გამგეობის თანადგომით, დარჩენილი 50% ანაზღაურდება და აღნიშნული გუნდი სრული დაფინანსებით ეწვევა კაბადოკიას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო