კრისტიან ურსე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე - მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები შენარჩუნდეს საპარლამენტო განხილვის დროს

საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, საქართველოში სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ის მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც დღეს პარლამენტში გაიმართა.

ურსეს განცხადებით, საბოლოო ჯამში, შეხვედრაზე კარგი შედეგი მიიღეს, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შედეგის შენარჩუნება.

„"დღეს დავასრულეთ რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. ერთის მხრივ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დისციპლინური წარმოება ზოგადად არის მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი გარანტიების უზრუნველყოფა. ჩვენ, ასევე მოვახერხეთ, რომ იუსტციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის შესახებ წესები გაგვეწერა. იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია მოსამართლეების დანიშვნის პროცესში, იმიტომ, რომ სწორედ იქიდან იწყება კანდიდატების შერჩევა, მსმენელების შერჩევის კონტექსტში. ასევე, ამ ფორმატში ჩვენ ვისაუბრეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესებსა და რეგულაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ცვლილებები, რაც ახლა არის კანონპროექტით მომზადებული, შენარჩუნდეს საპარლამენტო განხილვების დროს. ასევე, მინდა გავუსვა ხაზი, რომ სასამართლოს რეფორმა, ბუნებრივია, აქ არ მთავრდება და უნდა გაგრძელდეს მომავალში. ეს იყო კარგი ფორმატი, ვინაიდან აქ გვყავდა არა მარტო მმართველი გუნდის წევრები, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სასამართლოს წარმომადგენლებიმ არასამთავრობო ორგანიზიაციები და საბოლოო ჯამშიმ ვნახეთ, რომ მეტ-ნაკლებად კარგი შედეგები მივიღეთ. თუმცა მნიშვნელოვანია ამ შედეგების შენარჩუნება", განაცხადა ურსემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს