ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის სამუშაო ფორმატში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სამ საკითხს ეხებოდა: დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, დაკონკრეტდა ბრალის დეფინიცია, 5 წლიდან 3 წლამდე შემცირდა ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, მისი თქმით, მოწესრიგდა სახდელები და სახდელების დაკისრების წესი.

„დღეს შედგა ბოლო სამუშაო შეხვედრა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის, სამუშაო ჯგუფის ფორმატში. საბოლოოდ, გავიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც არის დაკავშირებული მართლმსაჯულების რეფორმასთან. იყო სამი ძირითადი საკითხი, რომელზეც იმართებოდა მსჯელობა: ეს იყო დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სამივე საკითხთან დაკავშირებით შედგა დისკუსია. ეს დისკუსიები გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. გვქონდა ძალიან დატვირთული და ინტენსიური სამუშაო პროცესი და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდა წარმატებით. მინდა მოკლედ გაგაცნოთ ამ რეფორის შედეგები: მომზადდა კანონპროექტი სამივე საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებას, გაიწერა ახალი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გაუმჯობესებას, გაიწერა დისციპლინური გადაცდომის სახეები. მარტო ამ საკითხს დაეთმო დაახლოებით 4 თვე ჩვენი მუშაობის. ასევე, მოწესრიგდა უშუალოდ დისციპლინური წარმოების პროცესი. გაიწერა წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც არ იყო უზრუნველყოფილი. მანამდე, კანონით ფართოდ გაიწერა მტკიცების სტანდარტი. დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ინსპექტორთა საბჭოს დაევალა კანონის საკითხის პროკურატურისთვის გაგზავნის ვალდებულება. ასევე დაკონკრეტდა ბრალის დეფინიცია, არასწორი განმარტების გამო სახდელის შეფარდების დაუშვებლობის პრინციპი გაიწერა, ხანდაზმულობის ვადები შეიცვალა. რეკომენდაციის თანახმად, 5 წლიდან 3 წლამდე შემცირდა ხანდაზმულობის ვადა, სათანადოდ მოწესრიგდა სახდელები და სახდელების დაკისრების წესი. ფაქტობრივად, გაიწერა დისციპლინური წარმოების დაწყების ე.წ მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა