ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი, აქცენტი კეთდება საპარლამენტო არჩევნებზე

უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა, აქცენტი კეთდება საპარლამენტო არჩევნებზე და ამაზე ვართ ორიეტირებულები,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ვერ მოხვდეს 2020 წლის საარჩევნო სიაში, კობახიძე პასუხობს, რომ ამგვარ საკითხებთან მიმართებაში ყველა ტიპის გადაწყვეტილება გუნდის შიგნით იქნება მიღებული.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მსჯელობა გვექნება გუნდის ყველა წევრთან და ამ რეჟიმში მიიღება ყველა გადაწყვეტილება,მათ შორის, ყველა საკადრო გადაწყვეტილება, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - ,განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა