პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევს

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოთხოვნითა და ბიუროს გადაწყვეტილებით საკითხი სესიაზე პირდაპირ კენჭისყრაზე დადგება.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები, რომელთაც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმინეს.

კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს