გიორგი მშვენიერაძემ განმარტა,  მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებმა რაზე მიაღწიეს კონსენსუსს და რა საკითხები დარჩა შეუთანხმებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრმა გიორგი მშვენიერაძემ განმარტა, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებმა რაზე მიაღწიეს კონსენსუსს და რა საკითხები დარჩა შეუთანხმებელი.

„კონსესუსს მივაღწიეთ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ამ რეფორმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფს თავიდანვე ჰქონდა მიზნად დასახული, რომ გაეძლიერებინა დამოუკიდებელი ინსპექტორის კომპეტენცია, ასევე, დებულებები გაწერილიყო უფრო მკვეთრად და ცხადად - თუ რა წარმოდგენს დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყების საფუძველს. ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტობრივად კონსესუსით დასრულდა ეს შეხვედრები. ასევე, კონსესუსი მეტნაკლებად იქნა მიღწეული იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლთან და ფუნქციებთან დაკავშირებით. კანონპროექტით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რომ იმას, თუ ვინ ჩააბარებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გადაწყვეტს თავად იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭო და არა უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი ღიად დარჩა. ეს გახლავთ სასამართლოს თავმჯდომარეთა შერჩევის საკითხი და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ღიაობის საკითხი

"ღიად დარჩა საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული სასამართლოების თავმჯდომარეების შერჩევის საკითხთან, ჩვენ ვთვლით, რომ დემოკრატიული წესი მოითხოვს, სასამართლოს თავმჯდომარეები არჩეული იყვნენ თავად მოსამართლეების მიერ. არსებობს განსხვავებული მოდელებიც, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესს ეხება, საბოლოოდ არჩევანი, როგორც აღმოჩნდა, ამ წესზე გაკეთდა. თუმცა ამ წესშიც არის რაღაც კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. კანონპროექტში საბოლოოდ დარჩა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები დაინიშნებიან საბჭოს მიერ და არა აირჩევიან მოსამართლეების მიერ. ეს არის ჩვენის აზრით ცუდი, თუმცა, თუ დანიშვნა მოხვდება ამ პრინციპით, მაშინ უნდა შემოვიდეს გარკვეული დამცავი მექანიზმები - როგორიცაა, რომ ორჯერ ზედიზედ დანიშვნა არ შეიძლებოდეს ერთი და იმავე პირის, რომ ჩვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების პირობებში ასევე არ მივიღოთ უვადო თავმჯდომარეები სასამართლოებში. ღია საკითხად დარჩა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების, სხდომების ღიაობის საკითხი. ჩვენ ვიცით, რომ შარშან ძალიან ბევრმა კანდიდატმა დახურა საკუთარი გასაუბრების პროცესი და არ მოგვეცა მათ გასაუბრებაზე დაკვირვების საშუალება. ეს ა ხშირად აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ ვითხოვდით, რომ კანონში ჩაწერილიყო გასაუბრებების ღიაობა და საგამონაკლისო ყოფილიყო სხდომების დახურვის საშუალება. სამწუხაროდ, ეს დღეს კანონში არ წერია, თუმცა მივიღეთ დაპირება, რომ საბოლოო რედაქციამდე ამ საკითხზე კიდევ იქნება მსჯელობა და შესაძლებელი მივაღწიოთ კონსენსუსს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა