„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო  ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას  მხარს არ დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში განუცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იზიარებს არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, ობიექტური და იმ ნორმების შესაბამისი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში.

„გრძელდება ტრადიცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ’ დაამკვიდრა, რომ ნებისმიერი საკადრო დანიშვნა უნდა შეესაბამებოდეს ივანიშვილის პირადი ინტერესებსა და პირადი კონსტრუქციას. ანუ რაღაც კონსტრუქცია აქვს და შემდეგ მოარგებს ხოლმე მას ზემოდან კადრებს. ახლა, უნდა ველოდოთ მის მიერ აშენებულ ამ ერთმმართველურ კონსტრუქციაში ინსპექტორის დამატებას, შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამატებას და მათ შორის, პირადი ადვოკატის უზენაეს სასამართლოს თავდმჯდომარედ გამწესებას და ა.შ. ანუ ყველა გადაწყვეტილება არის არაფორმალური მმართველობის დამტკიცებისკენ მიმართული. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ“ - განაცხადა გოცირიძემ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს