სოფიო კილაძე - შალვა თადუმაძე   მოსამართლეობის  ასეთ მაღალ თანამდებობას შეეფერება

შალვა თადუმაძე კვალიფიციური იურისტია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, მოსამართლეობის ასეთ მაღალ თანამდებობას შეეფერება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალიოსტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას დაუჭერს, თუ არა თადუმაძის კანდიდატურას მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, თუკი ის შესაბამის სიაში მოხვდება.

კილაძის თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მაღალი პროფესიონალიზმი ბევრჯერ გამოავლინა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმოდგენის პროცესს რაც ჰქვია და რომელიც უკვე დაწყებულია, ის კანონის მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს. ჩვენ, ჯერჯერობით, უნდა დაველოდოთ იმ სიას, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღებთ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტის ფარგლებში. თუმცა, მე მგონია და ეს ჩემი აზრი არის, რომ შალვა თადუმაძე კვალიფიციური იურისტია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, ის მოსამართლეობის ასეთ მაღალ თანამდებობას შეეფერება. ის არის ჩვენი მთავარი პროკურორი და აქედან გამომდინარე, მან თავისი პროფესიონალიზმი არაერთხელ დაამტკიცა“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურაცაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს