ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისში სროლების შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ბავშვები და მათი მშობლები ქუჩაში იდგნენ, რა დროსაც თეთრი ფერის ავტომანქანამ გამოიარა, რომლიდანაც ისროლეს.
სამი წლის გოგონა საავადმყოფოში ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებულია ექვსი წლის ბავშვიც, რომლის მდგომარეობასაც ექიმები აფასებენ როგორც სტაბილურად მძიმეს.
პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.