დავით მათიკაშვილმა ყირგიზეთის  პარლამენტის წევრებთან  სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია.

მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ ყირგიზელ კოლეგებს გააცნო საქართველოს პარლამენტში დანერგილი ახალი საზედამხედველო მექანიზმები, მათ შორის: თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობა, ინტერპელაცია და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის საკითხები.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე ეკონომიკური სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. ყირგიზული მხარე ტურიზმის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა.

„საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებდათ ახალი რეგლამენტით და კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. შეხვედრისას განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც სამართლებრივ, ასევე ეკონომიკურ სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ჩამოყალიბება დააჩქარებს და გააღრმავებს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მიმართულებით, რაც მათ აინტერესებთ, ქართული მხარე აუცილებლად დაეხმარება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, მერაბ ქვარაია, კობა კობალაძე და ირაკლი აბესაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა