ლადო კახაძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაზე - მოდით დაველოდოთ, როგორ მოხარშავენ საკუთარ თავს და სათქმელს, ენისა და ტვინის მეოხებით,  დარწმუნებული ვარ კბილებსაც გამოიყენებენ

მოდით დაველოდოთ ისინი, როგორ მოხარშავენ საკუთარ თავს და სათქმელს, ენისა და ტვინის მეოხებით. დარწმუნებული ვარ კბილებსაც გამოიყენებენ ამ შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მთაწმინდის მაჟორიტარი ლადო კახაძე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პარტიის შექმნას.

კახაძის თქმით, არ ახსოვს, მის მიმართ ირაკლი ოქრუაშვილს უთქვამს თუ არა ცუდი, მაგრამ თუ უთქვამს, ეს თავად ირაკლიმ უნდა მოხარშოს და გადახარშოს.

ლადო კახაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, მათ შორის ცხინვალისა და ერგნეთის საკითხებზე.

„მე არ მახსოვს ირაკლის წამოცდა თუ არა ჩემს მიმართ რაიმე ცუდი, თუ წამოცდა, რასაკვირველია თვითონვე მოხარშოს და გადახარშოს ეს. მის გუნდში გუბაზია,რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მის წარსულს ვცემ პატივს და განათლებას. ასევე, იქ კოტეა კემულარია,რომელსაც განათლებას ვერ დავუწუნებ და ამასთან თანამშრომლობა მქონდა მე მასთან. წლების წინ ის საკრებულოს დეპუტატი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.მე ყველასთან მაქვს ჩემი კავშირები და როდესაც მე მათ ვაფასებ, მათ ნაკლზე ვერასდროს ვერ მივუთითებ, ნაკლი არ უნდა გამოამჟღავნო, თორემ ყველა ადამიანი სუსტი და ძლიერი წერტილებისგან შედგება, პოლიტიკურს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.

მათ რესურსი გააჩნიათ გარკვეულწილად, მაგრამ ბევრი რამ მოსახლეობისთვის ძნელი ასახსნელი იქნება, მაგალითად, 2005 წლის იანვარს რომ ცხინვალში უნდა შეხვედროდა საქართველოს ჯარი - ირაკლიმ უნდა ახსნას, ეს რატომ თქვა. შემოვლითი გზის დაბომბვა და ერგნეთის, როგორც ასეთი ფენომენის ჩვენს საწინაარმდეგოდ გახდომა, როცა შეიძლებოდა სარგებელი მოეტანა ბუფერული ზონის კუთხით, რომ არ გვეჩქარა რაღაც-რაღაცეები.

მე მაქვს საკუთარი შეხედულებები,რომელსაც შემიძლია სიღმეში ჩავყვე,მაგრამ მოდით დაველოდოთ ისინი, როგორ მოხარშავენ საკუთარ თავს და სათქმელს, ენისა და ტვინის მეოხებით. დარწმუნებული ვარ კბილებსაც გამოიყენებენ ამ შემთხვევაში.

როცა პროგრამა შედგება და დადგებიან მოსახლეობის წინაშე, კი ბატონო, მერე ვიმსჯელოთ მათ ხედვებზე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა