ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს -  მოუთმენლად ველით თბილისში საელჩოს გახსნას

შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს შეხვდა.

,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შეხვედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას",- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით.

,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად", - განაცხადა ერნა სოლბერგმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა