ირანის პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებს საყვედურობს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან მოლაპარაკებების დროს, ევროკავშირს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ამერიკის „ეკონომიკურ ტერორს“ ირანის წინააღმდეგ.

„ევროპისგან ველოდებით სიმტკიცისა და წინააღმდეგობის გამოვლენას ამერიკის ეკონომიკური ტერორის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ომი“ რომელიც ამერიკამ ერთი წლის წინ დაიწყო ირანის წინააღმდეგ, არავის ინტერესებშია, სანქციები, რომელიც ამერიკამ თეირანს დაუწესა, ქვეყანას ჩიხში არ შეიყვანს.

ირანის პრეზიდენტმა, ამავდროულად, ევროპას უსაყვედურა, რომ ამერიკის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები.

თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინსა და ვაშინგტონს გააჩნიათ უთანხმოება ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით ირანთან მიმართებაში.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა