გიორგი ქობულია - რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი, დაფინანსების  მით უფრო დიდი შანსი აქვს ანაკლიის პორტს, რადგან მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებზე

რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი, დაფინანსების მით უფრო დიდი შანსი აქვს ანაკლიის პორტს, რადგან მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

“რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი მიუხედავად იმისა ,რომ ეს პორტი შესაძლოა კომერციულად არ დაფინანსებულიყო, ახლა მას აქვს უფრო მეტი შანსი დაფინანსების, იმიტომ რომ მმართველი ძალა, რადგანაც მას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, შეეცდება, რომ მაქსიმალურად გაანეიტრალოს ეს სიტუაცია და შესაძლოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდება რომ კომერციული ნიადაგი აქ არასაკმარისია, შესაძლებელია წავიდნენ დიდ დათმობებზე, გასცეს საბანკო გარანტიები და შეიძლება კაპიტალშიც შევიდნენ, ოღონდ ეს პორტი და პროექტი გაკეთდეს და გაანეიტრალონ ეს პოლიტიკური ნეგატიური ასპექტი. მე ვთვლი თუ ეს ესე მოხდა ეს იქნება ძალიან საზიანო საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ უფრო საზიანო იცით რა იქნება ?! თუ ამ პოლიტიკურ სკანდალს მოყვება ის რომ არც ანაკლია არ გაკეთდება და არც ფოთის პორტი“, - განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ფოთის პორტის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფოთის პორტს სამართლებრივად ეკუთვნის აშენების ნებართვა. მისივე თქმით, ის ემხრობოდა იმას, რომ ფოთის პორტს წარმოედგინა კონკრეტული გეგმა და უნდა წარმოედგინა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო გარანტიები, იმისათვის რომ ჰქონოდა არსებობის ნებართვა.

„ფოთის პორტზე ჩემი პოზიცია იყო შემდგომი. ფოთის პორტს, რა თქმა უნდა, სამართლებრივად ეკუთვნის კიდეც, რომ მივცეთ ნებართვა, თუ მაგალითად ლაპარაკია ფოთის პორტის მიწების პრივატიზაციაზე. ჩემი წინადადება იყო ასეთი, რომ ფოთის პორტს უნდა წარმოედგინა კონკრეტული გეგმა და უნდა წარმოედგინა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო გარანტიები, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა და არ გვაწყობს, რომ მოხდეს ისე, რომ ფოთის პორტმა გამოაცხადოს, როგორც ახლა მოხდა - მე ვაპირებ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, მაქვს ნებართვა - რაც რეალურად, როგორც ნახეთ, არ არის ნებართვა და არის ტყუილი და მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ დააფრთხონ ანაკლიის ინვესტორები. ეს არის ძალიან სტანდარტული თამაშია, რომელიც ხდება ბიზნეს სამყაროში. ამიტომ თუ ლაპარაკია ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვაზე, კეთილი ინებონ მაშინ და მოიტანონ საინვესტიციო გარანტია ,რომელიც იქნება ჩვენთვის ბერკეტი იმისათვის, რომ ვთქვათ - თუ განაცხადეთ უნდა გააკეთოთ“, -განაცხადა გიორგი ქობულიამ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა