გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო  ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირები, უნდილაანთკარი, ბაზალეთი, ბერთამთა, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა