პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ. დეპუტატები ამ თანამდებობაზე კენჭს ლონდა თოლორაიას და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურას უყრიან.

თოლორაიასა და ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვა გუშინ, 2 საათის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი თოლორაიას დაუჭირა, რომელიც ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.

სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა