მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, მექსიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს

მიგრანტების შემოდინების შესაჩერებლად მექსიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყნის სამხრეთ საზღვრის უკეთესად დაცა და მიგრანტთა ახალი ნაკადების შემოდინების გაკონტროლება. თუმცა, მისი აზრით, მიგრანტთა რაოდენობის ნულამდე დაყვანის შესახებ აშშ-ის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, განსაკუთრებით კი დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრის სურვილით ცენტრალური ამერიკიდან წამოსული მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად მექსიკას 45 დღე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ მექსიკიდან იმპორტირებულ ნებისმიერი სახის საქონელზე მაღალ საბაჟო გადასახადს დააწესებს, რაც მექსიკის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა