სამცხე-ჯავახეთში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. 2019 წლის გაზაფხულზე სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი ასპინძა), 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია (ips typographus), გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე -ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

ეროვნული სატყეო სააგენტო, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.

ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისად, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს