გიორგი გახარია პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს - იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი გახარიამ და იაროსლავ შიმჩიკმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა.

შეხვედრას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მამუკა ჭელიძე, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ირაკლი დონდოლაძე და პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე - გიორგი გამსახურდია ესწრებოდნენ.

ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, იმსჯელეს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!