აქცია ლოზუნგით - „ბიძინა ივანიშვილო რატომ გადაგვწვით" გაიმართა

ბიძინა ივანიშვილო რატომ გადაგვწვით", "არ შეგარჩენთ, დაისჯებით" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა საპროტესო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ზარალის სრულად ანაზღაურებას და ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენას ითხოვენ. მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე პროცესები ჭიანურდება.

„მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, განაჩენის სწრაფად დადგომას და ამ საქმის დამთავრებას. რით ვერ დადგინდა, რომ ეს შენობა ნამდვილად დამწვარია. ჯერ გაძარცულია და შემდეგ დამწვარი. აქამდე უნდა დასჯილიყო დამნაშავე",-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე ეს საქმე ბოლომდე არ იქნება გამოძიებული, ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 2017 წლის იანვარში გაჩნდა.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა