Associated Press-ი სალომე ზურაბიშვილზე - ქართველი ლიდერი ნატო-ს მომავალს ხედავს, რუსეთის მიმართ კი, ხისტ ხაზს ეძებს

Associated Press-ი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ქართველი ლიდერი ნატო-ს მომავალს ხედავს, რუსეთის მიმართ კი, ხისტ ხაზს ეძებს“.

„საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთთან დაკავშირებით მეტი გააკეთონ, მან ასევე აღნიშნა “ძალიან მძიმე ზეწოლა,“ რომელსაც რუსეთი მისი ერის წინააღმდეგ იყენებს, რადგან ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციის „ბუნებრივ გზას“ მიჰყვება.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დეკემბერში პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ორშაბათს, ინტერვიუს დროს, დაჟინებით განაცხადა ჟენევაში, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანდება.

„მე არ მაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც იქ მიგვიყვანს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი გზა ნატოსკენ წარმატებით დასრულდება, რაც ძალიან ნათელია - ასევე, იქნება ევროკავშირში - შესაძლოა სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ პარალელურად“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი, ასევე ელის, რომ საქართველო დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, პროვინციებს, რომლებზეც კონტროლი საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. რუსეთი ორივე რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს და ორივე მათგანში სამხედროები ჰყავს განთავსებული. ზურაბიშვილი მათ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ ეძახის. რუსეთი ამტკიცებს, რომ მან საქართველოში ჯარი მას შემდეგ გაგზავნა, რაც საქართველომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა განახორციელა.

„თანდათან, ვფიქრობ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აცნობიერებს იმას, რომ პერსპექტივა არ არის ჩრდილოეთით (რუსეთთან),“ განაცხადა ზურაბიშვილმა.

67 წლის ზურაბიშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეზე ჟენევაში იმყოფებოდა, რომელიც ორშაბათს გაიხსნა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, ასევე იყო ქვეყნების იმ უმაღლეს თანამდებობის პირთა შორის, რომელიც ღონისძიებას ესწრებიან.

რადგან საქართველომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - მედვედევის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროს - ქართველების მოკავშირეებს დასავლეთით მოეთხოვებათ რუსეთთან საქართველოს ხანგრძლივი ტერიტორიული პრობლემის საკითხის დაყენება.

„მათ, საქართველოს თაობაზე, მეტი უნდა ისაუბრონ პირდაპირი შეხვედრების დროს. ეს თემა უნდა იყოს დღის წესრიგში რუსეთთან ყოველი შეხვედრის დროს,“- განაცხადა მან.

ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქე მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ელჩი იყო საქართველოში და შემდეგ უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საფრანგეთში შეხვდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა“,- ნათქვამია სტატიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა