განათლების სამინისტრო სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ, კერძოდ სამ თვეში 1.2 მლნ ლარი მოიცავს გაერთიანებული სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის სამივლინებო ხარჯს.

„გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამივლინებო ხარჯების შესახებ, განვმარტავთ, რომ აღნიშნული თანხა მოიცავს სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (მათ შორის, სახელმწიფო თეატრების, მუსიკალური ცენტრების, მუზეუმების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების და ა.შ.) სამივლინებო ხაჯებს. ავტომობილებიც განპიროვნებულია ასევე მთლიანად სისტემაში შემავალ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე.

აქვე ვაზუსტებთ, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სკოლებისა, შედის: 219 საბიუჯეტო ორგანიზაცია, მათ შორის 143 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 14 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 62 ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრები.

ამასთან საგულისხმოა, რომ დათვლილი სამივლინებო ხარჯები მოიცავს დაფინანსების ყველა წყაროს, მათ შორის მიზნობრივ გრანტებს,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა