გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე, არსამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე და ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, მოსწავლეებს, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის გაცნობასთან ერთად, პრეზენტაცია წარედგინათ შემდეგ თემებზე: გზების დაგეგმარება, საგზაო უსაფრთხოება და გენდერული თანასწორობა.

„შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს მომხსენებლებს და ამომწურავი პასუხები მიიღეს ყველა კითხვაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსგავსი სახის შეხვედრებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შემდგომშიც გააგრძელებს, რათა მოსწავლეებში, საგზაო პროექტების, მოძრაობის უსაფრთხოებისა და გენდერულ ჭრილში საავტომობილო გზების დეპრატმენტის საქმიანობის შესახებ ცნობიერება ამაღლდეს და მათი მხრიდან მეტი დაინტერესება და ჩართულობა იყოს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა