უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ რადას დათხოვნაზე ვლადიმირ ზელენსკის განკარგულების განხილვა დაიწყო

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადას დათხოვნის თაობაზე პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განკარგულების კანონიერებას განიხილავს. სხდომაზე სიტყვით თავად პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადას დათხოვნის შესახებ მისი ბრძანება კანონს სრულად შეესაბამება, ხოლო მის შეჩერებას ცდილობენ დეპუტატები, რომლებიც ადგილს ებღაუჭებიან.

სხდომიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომა სწრაფად სპეციალურად დატოვა, რომ არ მოხდეს მისი იქ ყოფნით მოსამართლეებზე ზემოქმედება.

რადას დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის განკარგულება ზელენსკიმ 21 მაისს გამოსცა. 24 მაისს „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლებმა ეს განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სარჩელს ხელი 62-მა დეპუტატმა მოაწერა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა