კვლევის მიხედვით, გაზრდილია დედაქალაქში ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გაზრდილია ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია, - ამის შესახებ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კვლევის ფარგლებში წარმოდგენილია წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული წამყვანი დამაბინძურებლების (აზოტის დიოქსიდი - NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10) მონაცემების ანალიზი, თუმცა ანალოგიური ან გაუარესებული მდგომარეობა შეიძლება დედაქალაქის სხვა უბნებშიც იყოს.

"2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად იმისთვის, რომ გვეჩვენებინა დატვირთულ ქალაქზე, სადაც ჰაერი იზომება გზის პირას, თუ როგორი ვითარებაა. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობა იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.

"კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების კორელაციაში, პირდაპირ კორელაციაშია აზოტის დიოქსიდის ზრდა. დღიური მაჩვენებელი სურათს გვიხატავს, როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატება.

ამ კვლევისა და წინა კვლევის, რომელიც ტექინსპექტირებაზე ჩატარდა, მთავარი გზავნილი არის, რომ გამონაბოლქვის გზისპირა კონტროლი მოხდეს. სხვა შემთხვევაში, რეფორმა, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს წლის ბოლოსკენ, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ავტომობილებს, რომელთაც ეკუთვნით ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ მათ აქვთ შავი და მუქი ფერის გამონაბოლქვი, რომელიც დღეს რეგლამენტით არის აკრძალული. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სიგნალი იმისა, რომ ტექინსპექტირება ჯერჯერობით ისე ვერ მიმდინარეობს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, რომ ჰაერის ხარისხის გაუარესება არ გამოიწვიოს ავტოტრანსპორტმა," - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

"დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია. იმის თქმა შეგვიძლია, რომ დღეს გამოწვევას, აზოტის ოქსიდების ზრდის თვალსაზრისით, წარმოადგენ დიზელის ძრავზე მომუშავე ავტოტრანსპორტი.

ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელიც დღეს პრაქტიკულად 90%-ია. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს იმ სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც დღეს გააჩნია და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმისკენ, თუ როგორ განახლდეს და გაჯანსაღდეს ავტოპარკი," - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო