ზვიად კუპრავას საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, პროკურორი არ გამოცხადდა

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, პროკურორი არ გამოცხადდა.

როგორც პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომაზე ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

დაცვის მხარემ კუპრავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ან პარლამენტის წევრების თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ამ წუთებში სასამართლომ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

„ვფიქრობ, ჩემი პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს შემიძლია ვთქვა, იმ სიურპრიზის შემდეგ, რაც აქ დამხვდა", -განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

ასევე გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

იხილეთ ვიდეო: ზვიად კუპრავას საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, პროკურორი არ გამოცხადდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს