ირმა ინაშვილი პროკურატურას მიმართავს, სადემარკაციო კომისიის საქმიანობა შეისწავლოს

ირმა ინაშვილი პროკურატურას მიმართავს, სადემარკაციო კომისიის საქმიანობა შეისწავლოს, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი, მოითხოვს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დავით გარეჯი დასაცავია, სადემარკაციო კომისია კი არაეფექტურად მუშაობს.

ირმა ინაშვილმა 15 ივნისს აღნიშნულ თემაზე თავისუფლების მოედანზე საზოგადოების შეკრებაც დააანონსა.

„კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება მივაპყრო დავით გარეჯის თემას. დღეს არის მცდელობა რაღაცნაირად ჩაქრეს ეს თემა, თითქოს არაფერი ხდება და თითქოს ეფექტურად მუშაობს სადემარკაციო კომისია. ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას და არ მოხდება ის, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა პრაქტიკულად, გაყიდეს გარეჯი. წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა, როცა გამოდიოდნენ პირველი პირები და პირდაპირ ამბობდნენ, რომ გარეჯის ნახევარი არის აზერბაიჯანის კუთვნილება და არა ჩვენი. ჩვენ არავინ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა დავიცვათ პატივისცემა და არ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება. პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, მაგრამ ასევე ველით მათგან პატივისცემას. უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც დაუშვა სადემარკაციო კომისიამ მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩადენილია დანაშაული. გამოსაძიებელია სადემარკაციო კომისიის მუშაობა, მთელი წინა წლების განმავლობაში რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან. მივმართავ პროკურატურას დაიწყოს სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება პარალელურად დავაყენებთ საკითხს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სადემარკაციო კომისიის საქმიანობას შეისწავლის. 15 ივნისს სწორედ ამიტომ იკრიბება შაბათს ქართველი ხალხი თავისუფლების მოედანზე, ყველას მოვუწოდებ შემოუერთდნენ ამ შეკრებას“, - განაცხადა ინაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს