ნინო ჩიქოვანი - Global Finance-ი ოცდაათ წელზე მეტია, რაც წარმოადგენს ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებისთვის

„Global Finance-ი ოცდაათ წელზე მეტია რაც წარმოადგენს ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებისთვის და ემყარება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს“, - მსგავსი შინაარსის განცხადება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გააკეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს, გამოცემამ ყურადღება გაამახვილა ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ეკონომიკური სტაბილურობა, ლიბერალური ბიზნეს რეგულაციები, საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვ.

„დადებითი გზავნილები ისეთი საერთაშორისო გამოცემების მხრიდან, როგორიცაა Global Finance -ი მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც არსებული, ასევე პოტენციური ინვესტორებისთვის, ქმნის საქართველოს პოზიტიურ იმიჯს და იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს მეტი საერთაშორისო ინვესტორის დაინტერესება საქართველოს ეკონომიკისა და მისი ცალკეული სექტორების მიმართ,“ - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა. მისივე თქმით, Global finance - ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხორციელდება თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.

„აღნიშნული გამოწვეულია ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციებით, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, რომლებმაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდეს და საქართველო პოზიციებით დაწინაურდა... მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელი ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამავალი აღმოჩნდა, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს არამხოლოდ სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესის კეთებისთვის მარტივ გარემოს, არამედ გაუმჯობესებისა და ზრდის ტენდენციებს, რაც საერთო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელსა და საერთაშორისო პოზიციონირებაზე. - განაცხადა სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. მისი თქმით, ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზებისას, ცალსახად შეიმჩნევა, რომ განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი იმ ქვეყნების ბიზნეს წრეებში, რომლებიც საქართველოს ტრადიციული სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არ არის.

ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს