გედევან ფოფხაძე - თუ სახელმწიფო ინსპექტორად ავირჩევთ შსს-სთან დაკავშირებულ პირს, სახელმწიფო ინსპექტორის იდეა დისკრედიტებული იქნება

თუ ჩვენ ახლა სახელმწიფო ინსპექტორად ავირჩევთ პიროვნებას, რომელიც დაკავშირებულია შს სამინისტროსთან და ძალოვან უწყებებთან, მაშინ სახელმწიფო ინსპექტორის იდეა სრულიად დისკრედიტებული იქნება, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან კოლეგებს მიმართა, რომ დღეს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურასთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიიღონ. მისი თქმით, ამ ინსტიტუტს არ ექნება ნდობა, თუ საზოგადოებას იმის განცდა ექნება, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის უბრალოდ შსს-ს ჯიბის ინსპექტორი.

„დღეს ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის თაობაზე. ძალიან მინდა, რომ ამ საკითხს ცოტა მეტი პრინციპულობით მივუდგეთ. როცა ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტზე ვსაუბრობდით, ისედაც ბევრ კომპრომისზე წავედით. ჩვენ მაინც შევკვეცეთ სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები იმ დონეზე, რომ სრულფასოვანი ინსტიტუტი ვერ შევქმენით, მაგრამ ის, რაც არის, მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა თუ ჩვენ ახლა სახელმწიფო ინსპექტორად ავირჩევთ პიროვნებას, რომელიც დაკავშირებულია შს სამინისტროსთან და ძალოვან უწყებებთან, მაშინ ეს იდეა იქნება სრულიად დისკრედიტებული. ამიტომ ძალიან პრინციპულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს.

ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი მთავარ საკითხი იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში და ახლა ეს საკითხი უკანა პლანზე გადადის. ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ვიმეორებთ წინა ხელისუფლების განვლილ გზას, რომლის მიმართაც ჩვენთვითონ გვქონდა პრეტენზიები. როცა დანაშაული ხდება, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი ჩადის, ამ გამოძიების მიმართ არ იქნება ნდობა, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის უბრალოდ შსს-ს ჯიბის ინსპექტორი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ცნობისთვის, ერთ-ერთი კანდიდატი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს