არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ, სამუშაო მაგიდასთან დავსხდეთ და განვიხილოთ ის ცვლილებები, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, არსებობს ეუთოს 20-ზე მეტი რეკომენდაცია და მზად არიან, კვალიფიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციასთან, სამუშაო მაგიდასთან დასხდნენ.

„შუალედურ არჩევნებში წაგების შემდეგ, ოპოზიცია ძალიან დაბნეულია. ამ დამარცხების გამო, ცდილობს თავი უსაფუძვლო არგუმენტებით იმართლოს. ამიტომ მათ ვთავაზობთ, ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო, რაზეც ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ნება უკვე გამოვხატეთ, სამუშაო მაგიდასთან დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო