კახა კალაძე გიორგი ქობულიას განცხადებაზე - ქართულად უჭირს გადმოცემა და რა იგულისხმა ვერ გეტყვით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მინისტრად ყოფნის პერიოდში მას განცდა ჰქონდა, რომ მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლი იყო, მისი ცუდი ქართულის ბრალია.

საკითხის შეფასებისას კალაძემ აღნიშნა, რომ ქობულიას ქართულად აზრის გადმოცემა უჭირს.

„არ ვიცი რას ნიშნავს ეს განცხადება, მას უნდა ჰკითხოთ. ქართულად უჭირს გადმოცემა და რა იგულისხმა ვერ გეტყვით",- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულ მეორე განცხადებას, რომელიც ანაკლიის პორტს ეხებოდა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ვერ მიხვდა მისი განცხადების არსს.

„თუ საკითხი პოლიტიზირებული იქნება, მაშინ დაფინანსდება ანაკლიის პორტი? ეს არის კერძო ბიზნესი და პოლიტიკა აქ რა შუაშია?!"- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი, დაფინანსების მით უფრო დიდი შანსი აქვს ანაკლიის პორტს, რადგან მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებზე.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს