მალიში თავდასხმას 95 ადამიანი ემსხვერპლა

მალიში, დოგონების ეთნიკური ჯგუფის სოფელზე თავდასხმას სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები დახოცეს და შემდეგ სოფელს ცეცხლი წაუკიდეს.

თავდამსხმელების ვინაობა დადგენილი არ არის, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს მეზობლად მცხოვრები ფულანის ეთნიკური ჯგუფის მიერ არის მოწყობილი. ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის სისხლიანი დაპირისპირება იანვრიდან პერმანენტულად მიმდინარეობს და ასობით ადამიანია დაღუპული. მარტში ფულანის ჯგუფზე თავდასხმას 150 კაცი შეეწირა, რაც ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდია მალის თანამედროვე ისტორიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს