გია ვოლსკი - გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო!..  ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენგან განსხვავებით, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებია მამაკაცი

გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიამიმართა. სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მისგან განსხვავებით, „ბევრი პატრიოტია ამ ქვეყანაში, რომელსაც მამაკაცი ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია.“

„ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს: ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი, ძველბიჭებს და კიდევ სხვა გარემოებებს, მაგრამ არა საკუთარ თავს, არა იმ ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა. შალვა შავგულიძის მეშვეობით არა თუ ჩამოიცილეს მათ ეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძე.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები და მათ თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა, არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით,“ - მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.

მის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს