იულია სუსლიაკის ადვოკატი - მოსამართლემ გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის დავალება შეასრულა

მოსამართლე რომან ხორავამ შეასრულა საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის, თეა გიორგაძის დავალება, - ასე გამოეხმაურა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვებას.

როგორც თოდუა აცხადებს, სახელმწიფო ბრალდებამ სუსლიაკის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები დღესაც ვერ წარმოადგინა.

„მოსამართლე რომან ხორავამ შეასრულა საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის, თეა გიორგაძის დავალება, თავისი მეუღლის, პაატა სილაგაძის მეშვეობით, რომელიც ამჟამად უვადოდაა გამწესებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. პროკურორმა დღესაც ვერ დაასახელა ვერც ერთი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება იულია სუსლიაკის ბრალეული ქმედება. პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში, უმოქმედოდ იყო, მას არც ერთი მოქმედება არ აქვს შესრულებული, რასაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტი. მიმაჩნია, რომ დროა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყონ პროკურორების, თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის მიმართ", - განაცხადა თოდუამ.

ადვოკატი ასევე სუსლიაკსა და მის შვილებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

„ზეწოლის ორი ფაქტი იყო. ერთი, ზეწოლა უშუალოდ იულია სუსლიაკის მიმართ იყო განხორციელებული, როცა მას რამდენიმე დღის წინ, გენერალური პროკურატურიდან რამდენიმე პირი დაუკავშირდა და მისგან მოითხოვა, რომ დანაშაული ეღიარებინა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. მას უთხრეს, თუ ამას არ გააკეთებდა, პატიმრობა გაგრძელდებოდა. ფაქტობრივად, შეასრულდა, რასაც დაპირდნენ.

ასევე, უფროსი ქალიშვილი, რომელიც უკრაინაში სხვა და-ძმებთან ერთად იმყოფება, არის ფსიქოლოგიური დაკვირვების ქვეშ, ის ცალსახად და კონკრეტულად ასახელებს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მუდმივად აწუხებდნენ და ეუბნებოდნენ, თქვი, რომ დედაშენი არაა იულია სუსლიაკი, რომ მან გიყიდათ და ყველანი გასაყიდლად იყავით გამზადებულიო. ბავშვის თქმით, ერთ-ერთი მათგანი, პოლიციის თანამშრომელი იყო. ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს უკვე ბავშვს შექმნილი. სასამართლომ საქმისადმი სრული გულგრილობა გამოიჩინა, რათა სკამები შეუნარჩუნდეთ", - განაცხადა თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა