„ნაციონალური მოძრაობა“ კონკურსს აცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს. პარტია მოქალაქეებს მიმართავს, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პროექტები წარადგინოს.

„ჩვენ გვინდა, რომ გადაწყვეტილებები თქვენთან ერთად მივიღოთ!

საქართველოს მეტი მოქალაქე ჩაერთოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხოვრებაში და თქვენთან ერთად დავნერგოთ პარტიის მართვის თანამედროვე მექანიზმები.“

სწორედ ამიტომ, გთხოვთ მოგვაწოდოთ პროექტები ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:

· პარტიის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

ელექტრონული კენჭისყრები

პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შორის დისკუსიასა და ორმხრივი კომუნიკაციის მექანიზმებს

გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობასა და ჩართულობის მეთოდებს

· პარტიის ახალი ლოგო

· პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული კრეატიული და ინოვაციური იდეები

იდეების მიწოდება შესაძლებელია 8 ივლისამდე.

გარდა ამისა, იდეების განხილვა საჯაროდ და ფართო მონაწილეობით მოხდება. შერჩეული ელექტრონული პლატფორმისა და ლოგოს ხარჯები ანაზღაურდება.

ელექტრონულ ფოსტა: unmgeo@gmail.com

(გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება - გამოცხადებული კონკურსის რომელ ნაწილში იღებთ მონაწილეობას)“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა