ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იტალიის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი შედგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში ყალბი ფულის (ყალბი ევროს ბანკნოტების) გამოვლენის და მათი მიმოქცევიდან ამოღების მიმართულებით განხორციელებულ სამართლებრივ ღონისძიებებზე და ამ სახის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე. იმსჯელეს ევროკავშირის ქვეყნებში ყალბი ფულის დამზადებასა და გასაღებასთან დაკავშირებული დანაშაულის სტატისტიკაზე და აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში მიმოქცევაში არსებული ყალბი ფულის - ეროვნული და უცხოური ვალუტის არსებობა საფრთხეს უქმნის საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებს და სერიოზულ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს. ამდენად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი სამსახურების ეფექტიანი საქმიანობა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მომავალში განსახორციელებელ აქტივობებს და ამ მიმართულებით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობას. ასევე, იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.

„იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს