Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის მატარებლების სპეცრეისები დაინიშნა

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ 2019 წლის სეზონს გრანდიოზულად ხსნის. ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ესტუმრება და კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ დიდი ინტერესით ელიან შეკვეთილში ვოიაჟს და ქართველ მსმენელთან შეხვედრას.

„ბლექ სი არენა“-სთან საქართველოს რკინიგზის თანამშრომლობის ფარგლებში, „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 14, 15,16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნება.

„14 ივნისს, თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი გავა 8:50 საათზე, „ბლექ სი არენას“ ბაქანზე კი ჩავა 13:20 საათზე. 15, 16, 17 ივნისს თბილისიდან მატარებელი გავა 10:30 საათზე, „ბლექ სი არენას“ ბაქანზე ჩავა 14:45 საათზე.

17 ივნისს მატარებელი გაჩერდება „ბლექ სი არენას“ ბაქანზე და თბილისის მიმართულებით 01:25 საათზე წამოვა.

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.railway.ge/ . ბილეთები უკვე იყიდება.

რაც შეეხება კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს. მათი ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია საიტებზე tkt.ge, eventer.ge., biletebi.ge“, - აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო