საპენსიო სააგენტოს დირექტორი - ინვესტიციები საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად განხორციელდება

ინვესტიციები განხორციელდება საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საინვესტიციო საბჭოს წევრების საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ლევან სურგულაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა საბჭოს წევრების მაღალ კვალიფიციურობაზე და აღნიშნა, რომ შერჩეული პირები საფრანგეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან არიან.

„საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მომავალში დამტკიცდება. ინვესტიციები განხორციელდება საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად. საბჭოს ხუთი წევრი შერჩეულია, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დღეს იყო საკომიტეტო მოსმენა, ამის შემდეგ უკვე იქნება პარლამენტში მათი დამტკიცება“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა