საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური - პირველი ამოცანა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაა

ფონდი უნდა იყოს აპოლიტიზირებული, - ამის შესახებ საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, დავით წიკლაურმა აღნიშნა, რომ საბჭოს პირველი ამოცანა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაა, რაც შეეხება ინვესტირების ნაწილს, კანონის თანახმად, ეს ნაწილი საკმაოდ შეზღუდულია.

„რაც შეხეება საინვესტიციო პოლიტიკას, ველოსიპედს არ ვიგონებთ, აქ საჭიროა ისეთი პოლიტიკის დაწერა, რომ ფონდი იყოს დივერსიფიცირებული, რომ პირველივე ბაზრის ვარდნის შედეგად, არ მოხდეს 20-30%-ის ვაიბაუტი. არსებული კანონი საკმაოდ შეზღუდულია, პირველი 5 წელი თანხის 80%-ის განთავსება ხდება მხოლოდ Fixed Income ინსტრუმენტებში, ანუ სასესხო ობლიგაციებში, რომელიც ნაკლებ ვოლატილურია, მაგრამ იმდენი თანხის აკუმულირება ხდება ამ საპენსიო ფონდში, პირველი 5 წლის განმავლობაში, რომ საინვესტიციო ოფიცერს, ვისაც ავირჩევთ, საკმაოდ თავის ტკივილი ექნება თანხების განთავსებებისთვის. იმიტომ, რომ ვფიქრობ, კუმულატიური თანხა გაუსწრებს ბაზრის განვითარებას“, – განმარტა დავით წიკლაურმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საინვესტიციო საბჭო იყოს აპოლიტიზირებული.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი სიტყვით გამოვიდა, დანარჩენ წევრებს კი სკაიპის დახმარებით მოუსმინეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი

აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის