ირაკლი კობახიძემ და IMPAQ International-ის დელეგაციამ შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IMPAQ International-ის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, საპარლამენტო ზედამხედველობაზე იმსჯელეს და როგორც კანონმდებლობის დახვეწის, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის მეტად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

„IMPAQ International, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებას“ ახორციელებს, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების ერთერთი აქტიური მხარდამჭერია“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს