არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - რა ძველბიჭობაზე ლაპარაკობთ, როცა თავად ხართ ძველბიჭური მენტალიტეტის განსახიერება

რა ძველბიჭობაზე ლაპარაკობთ იმის შემდეგ, როდესაც თქვენ თავად ხართ ძველბიჭური მენტალიტეტის განსახიერება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც ხელისუფლება არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებაში დაადანაშაულეს.

თალაკვაძის თქმით, ყველა, ვინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დადგება, წაგებისთვის არის განწირული.

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თქვენ ხართ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა. სხვა არაფერი შეიძლება ამას დაერქვას. ვინც თქვენს გვერდით დადგება, ის განწირულია წაგებისთვის. ვინც შალვა შავგულიძის მსგავსად, მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენს გვერდით დადგეს და არჩევნები მოიგოს, მათ მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ტოქსიკური ძალა და თქვენთან ერთად მოგებაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, არამედ, ყველაზე მცირე რა შედეგს მიიღებს - ამაზე. ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ამას ადასტურებს ხმები, რომელიც მაინც მიიღეთ. მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება, რომ თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე მხარდაჭერა მიიღოს და კიდევ პრეტენზია ნუ გაქვთ ახლა არჩევნებთან დაკავშირებით.

ძველ ბიჭებზე თქვენ ლაპარაკობთ? თქვენი ტერმინოლოგია, ფრაზები და დამოკიდებულება კოლეგების მიმართ - ეს არის ძველბიჭური მენტალიტეტი, რისი დემონსტრირებაც პარლამენტში ჩვენს თვალწინ გააკეთეთ. რა ძველბიჭობაზე ლაპარაკობთ იმის შემდეგ, როდესაც თქვენ თავად ხართ ძველბიჭური მენტალიტეტის განსახიერება,“ - მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა