სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, კვლავ გამოუძიებელი დარჩება ყველა დანაშაულის ფაქტი, როგორც ეს დღემდე ხდებოდა

როგორც ჩანს, კვლავ გამოუძიებელი დარჩება ყველა შესაბამისი დანაშაულის ფაქტი, როგორც ეს დღემდე ხდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მძლავრი მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა ქვეყანამ ხელიდან გაუშვა, ვინადან ძლიერი ინსტიტუტი კვლავ შს მინისტრის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

"ძალიან სამწუხაროა ის, რაც დღეს მოხდა, რადგან ქვეყანას ეძლეოდა შესაძლებლობა გაჩენილიყო მძლავრი მექანიზმი მოქალაქეების უფლებების დაცვის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ეს ბერკეტი კვლავ გახარიას ხელში მოექცა. ეს არის პირდაპირი იერიში ამ ინსტუტუტზე. პრაქტიკულად, შინაარსი გამოეცალა ინსპექტორის სამსახურს და როგორც ჩანს, კვლავ გამოუძიებელი დარჩება ყველა შესაბამისი დანაშაულის ფაქტი, როგორც ეს დღემდე ხდებოდა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა