უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო რადაში სამთავრობო კოალიციის არსებობის საკითხს არკვევს

კიევში უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა გრძელდება, სადაც რადას დათხოვნაზე ვლადიმირ ზელენსკის განკარგულებას განიხილავენ.

მომხსენებელმა მოსამართლემ, ვიქტორ კრივენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბიიმ სასამართლოს არ წარმოუდგინა დოკუმენტები იმის თაობაზე, თუ რამდენი დეპუტატი იყო უმრავლესობაში 2016 წლის 18 თებერვლის შემდეგ, „სამოპომიჩის“, „ბატკივშჩინას“ და რადიკალური პარტიის კოალიციიდან გასვლის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობა აღარ არსებობს მიმდინარე წლის 17 მაისს, კოალიციიდან „სახალხო ფრონტის“ გასვლის შემდეგ. ანდრეი პარუბიიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ 17 მაისამდე უმრავლესობაში 227 დეპუტატი იყო.

არსებული კანონით, უკრაინის უმაღლეს რადაში კოალიციის დაშლის შემთხვევაში პარტიებს 30 დღე აქვთ ახალი კოალიციის შესაქმნელად. თუ უმრავლესობა არ ჩამოყალიბდება, პრეზიდენტს რადას დათხოვნის უფლება აქვს. ზელენსკი აცხადებს, რომ კოალიცია მის არჩევამდე უკვე დიდი ხნის წინ რეალურად აღარ არესებობდა. ამას გარდა პრეზიდენტს რადას დათხოვნა არ შეუძლია თუ პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვე რჩება. მომდევნო არჩევნები კი 27 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

პარალელურ რეჟიმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ მიმდინარეობს აქცია, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის განკარგულების უკანონოდ ცნობას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა