სალომე ზურაბიშვილი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან თანამშრომლობა მოსკოვის რეგიონული ოფისიდან არ უნდა ხორციელდებოდეს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობა არ უნდა ხორციელდებოდეს ორგანიზაციის მოსკოვის რეგიონული ოფისიდან,- აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ოფისში, შრომის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გაი რაიდერთან შეხვედრისას გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას საკითხი დააყენა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობა არ ხორციელდებოდეს ორგანიზაციის მოსკოვის რეგიონული ოფისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს და არ არის დსთ- ს წევრი ქვეყანა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროდან იფარებოდეს, რომელიც დსთ-ს წევრ ქვეყნებს ფარავს.

პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ საქართველო ბუდაპეშტში არსებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროდან დაიფაროს.

ამასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის კუთხით შრომით საკითხებთან დაკავშირებულ თემებს, შრომითი მიმართულებით ევროპული ფასეულობების დანერგვისა და განვითარების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ რეფორმების შედეგებითა და სიკეთეებით, რასაც საქართველო ახორციელებს. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ საჩუქრები გაცვალეს.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციას ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, რომელიც უმაღლესი დონის დელეგაციებისათვის გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა