ადვოკატი ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებაზე - ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ასე გამოეხმაურა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ადვოკატი, ლევან დავითაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვებას.

როგორც დავითაია აღნიშნავს, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, რაც კუპრავას პატიმრობაში ყოფნას ისახავს მიზნად.

„შუამდგომლობა, რომელზეც მოსამართლემ განმარტა, რომ დაყენებული არ იყო, მან იმსჯელა. ამ ხნის განმავლობაში წარგვადგენინა დამატებითი მტკიცებულებები მატერიალური სახით. აგრეთვე სხდომის დარბაზში იმყოფებოდნენ დეპუტატები, რომლებიც უშუალოდ პირადად აპირებდნენ თავდებობა განეხორციელებინათ. ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ იმსჯელა, თუმცა, ამის მიუხედავად, თქვა, რომ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა. ერთი მხრივ, თქვა, რომ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა, მეორეს მხრივ, თქვა, რომ შუამდგომლობა საერთოდ არ იყო დაყენებული, რაც ურთიერთგამომრიცხავია.

ასევე, სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული, რაც ალბათ, პირის პატიმრობაში ყოფნას ისახავს მიზნად. მიმაჩნია, რომ ამ შუამდგომლობაზე მსჯელობა, ასევე გადადება, მიზანმიმართული პროცესია იმისთვის, რომ პირი პატიმრობაში დარჩეს", -განაცხადა დავითაიამ.

ცნობისთვის, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.

სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა