ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდაც აცნობეს, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს. შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს.

მათივე ინფორმაციით, გამოცდებზე სარეზიდენტო მზადებასთან დაკავშირებული სიახლეებიც გაჟღერდა. გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეციალობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველთა (100 000ქულამდე) სარეზიდენტო მზადება.

„პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულო მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.

სასერტიფიკაციო გამოცდებების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო