„ექსპოჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

13-15 ივნისს, „ექსპოჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენას, WinExpo Georgia 2019, უმასპინძლებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიადან“ აცნობეს.

გამოფენა ოფიციალურად 13 ივნისს, 11:00 საათიზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება და მას ოფიციალურად „ექსპოჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა გახსნიან.

WinExpo Georgia 19 - ში მონაწილებას 12 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია იღებს.

გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს დახვდებათ: ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.

გამოფენის ფარგლებში, 11-12 ივნისს გაიმართება ღვინის საერთაშორისო კონკურსი.

ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენს. რჩეული ღვინოები მიიღებს უმაღლეს ჯილდოს „ტროფი“. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 13 ივნისს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, გამოფენის ორგანიზატორი გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯიაა, ხოლო მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიან.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“